Thumbnail

2024 წლის 21 მარტს "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს - პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საჭიროა ამ მატჩის და შემდეგ ფინალის (26 მარტს) მოგება. მეორე ნახევარფინალური წყვილი ათენში ასეთია - საბერძნეთი Vs ყაზახეთი. აი, სად გაიმართება ფინალური მატჩი (რომელი ფინალისტის მოედანზე), 23 ნოემბრის წილისყრაზე გადაწყდება.

ყაზახეთის ნაკრებმა ლუბლიანაში ინტრიგა თითქმის ბოლომდე აცოცხლა

დღეს ყაზახეთმა კლასიკური გზით, შესარჩევი ციკლიდან ევრო 2024-ის საგზურის მოპოვება ლუბლიანაში სცადა. ექს-საბჭოთა რესპუბლიკას ცდა არ დაუკლია, მაგრამ სლოვენიასთან მხოლოდ გამარჯვება აწყობდა - 2:1 სლოვენიის სასარგებლოდ. შედეგად, ყაზახეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი მხოლოდ პლეი ოფიდან რჩება. ყაზახების გამარჯვების შემთხვევაში, შანსი აზერბაიჯანელებს უჩნდებოდათ. სწორედ ამ გუნდთან მოუწევდა ვილი სანიოლის გუნდს ნახევარფინალში თამაში.


შეგახსენებთ, რომ სფფ-ს ენით აუწერელი დაუდევრობის გამო, პლეი ოფის ნახევარფინალს ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა აშკარად არ იცოდა, რომ შესარჩევის ყვითლები პლეი ოფშიც გადადიოდა და მან ესპანეთთან შესარჩევ ციკლში მესამე ყვითელი მსაჯთან კამათისთვის მიიღო. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ხვიჩა შეძლებს ნაკრების დახმარებას. 2020 წელს ხვიჩა კვარაცხელიამ ევროს პლეი ოფის ფინალი კოვიდის გამო გამოტოვა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშში გულშემატკივარი არ დაუშვეს, იმის მიუხედავად, რომ ამის უფლება (გარკვეული შეზღუდვებით) უეფამ გასცა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა, 0:1 დამარცხდა და ევროზე პანდევმა და კომპანიამ იასპარეზა.  

ევრო 2024-ის პლეი ოფი. C ლიგის გზა

21 მარტი
საქართველო-ლუქსემბურგი
საბერძნეთი-ყაზახეთი

კომენტარები

ბოლო ამბები