Thumbnail
  • ვირტუს ბოლონია 88:76 ჯერმანი ბრეშია
  • თორნიკე შენგელიამ 26 წუთში მეტოქის კალათში 26 ქულა მოათავსა

თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ქართველის ვირტუსმა საკუთარ არენაზე ბრეშია 88:76 დაამარცხა, თოკო, კი პარკეტზე საუკეთესო იყო. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 26 წუთი ითამაშა, ამ დროში საკუთარ გუნდს 26 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 11-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 35 იყო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ქართველის პარკეტზე ყოფნისას ვირტუსმა ბრეშიას 12 ქულით მეტი ჩაუგდო, რაც გაბრიელ ლუნდბერგთან ერთად ასევე საუკეთესო შედეგი იყო. 

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ბრეშიას მცველი სი ჯეი მასინბერგი 27 ქულით გახდა. ვირტუსის რიგებში შენგელიას შემდეგ ყველაზე მეტი, 19 ქულა ლუნდბერგმა ჩააგდო. მარკო ბელინელიმ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა. 

8 ტურის შემდეგ მოპოვებული 7 გამარჯვებით ვირტუს ბოლონია ლიგა A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია. მომდევნო შეხვედრას იტალიური გუნდი ევროლიგაში გამართავს და 23 ნოემბერს საშინაო კედლებში თურქულ ფენერბაჰჩეს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები