Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა ნორს დაკოტას სეზონში მე-3 მატჩი მოაგებინა
  • ნიკა მეცხვარიშვილის მონაგარი 4 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი იყო

ცოტნე ცარციძის ნორს დაკოტამ აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA) მე-3 გამარჯვება იზეიმა, რაშიც 23 წლის ქართველმა ფორვარდმა დიდი წვლილი შეიტანა.

ცარციძის კლუბი პასიფიკ ტაიგერსთან 70:71 მარცხდებოდა და საფინალო სირენამდე ოციოდ წამი რჩებოდა, როდესაც ქართველი კალათბურთელი ფარქვეშ შეიჭრა და ორქულიანი ჩააგდო.

ბოლო წამებზე მეტოქემ ბურთი დაკარგა, ცარციძეზე დაჯარიმდა და მანაც 2-დან 1 საჯარიმოს ჩაგდებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 73:71.

საბოლოოდ, ცოტნემ მოედანზე 33 წუთი გაატარა და დაკოტელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა: 19 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა. ცარციძემ 5-ვე ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ნორს დაკოტას 3 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო მატჩს კი 25 ნოემბერს ნიუ ორლეანსთან ჩაატარებს.

ეკლესიის კოლეჯთან იოლი გამარჯვება (103:74) იზეიმა ლუიზიანა მონრომ, რომლის ღირსებასაც ნიკა მეცხვარიშვილი იცავს. ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

მეცხვარიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ლუიზიანა მონროს თანაბარი ბალანსი (2-2) აქვს, შემდეგი შეხვედრა კი 26 ნოემბერს მუსტანგსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები