Thumbnail
  • პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა ლეჩესთან მატჩში მიიღო
  • იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ლეაო დორტმუნდთან არ იქნება

იტალიური Calciomercato-ს ჟურნალისტმა, დანიელე ლონგომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილანის წამყვანი ფეხბურთელი, რაფაელ ლეაო ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც "როსონერი" დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პსჟ-სთან ჩატარებული შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ, ტრავმა ლეჩესთან დაპირისპირებაში (2:2) მიიღო, სადაც ის მე-10 წუთზე შეცვალეს. როგორც აღმოჩნდა, ლეაო რეაბილიტაციას 28 ნოემბრამდე ვერ ასწრებს და იტალიურ კლუბსაც მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება ლიდერის გარეშე მოუწევს.

ლეაომ ტრავმა ლეჩესთან მატჩში მიიღო

F ჯგუფი, რომელშიც მილანთან ერთად დორტმუნდი, პსჟ და ნიუკასლი არიან, თავიდანვე "სიკვდილის ჯგუფად" მიიჩნეოდა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კი ყველა გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს. პირველ ადგილს 7 ქულით დორტმუნდი იკავებს, მეორეზე პსჟ-ა 6 ქულით, მილანი და ნიუკასლი კი, შესაბამისად, 5 და 4 ქულით მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან.

ცხადია, რაფაელ ლეაო ტრავმის გამო პორტუგალიის ნაკრებში არ გამოიძახეს. მისმა ეროვნულმა გუნდმა კი ამ პერიოდში ორი შეხვედრა ჩაატარა - ჯერ სტუმრად ლიხტეინშტეინთან, რომელსაც 2:0 მოუგო, შემდეგ კი იგივე ანგარიშით სახლში ისლანდიას აჯობა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ ევრო 2024-ის საგზური ოქტომბერში მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები