- გორგოძე/ლოები 6:2, 7:5 ალვეში/სიერა
- ქართველ ჩოგბურთელს ბოლო ტიტული ოქტომბერში აქვს მოპოვებული
31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ბრაზილიურ ფლორიანაპოლისში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 119 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალში გავიდა.
გორგოძემა და ამერიკელმა ჯემი ლოებმა ბრაზილიელი კაროლინა ალვეში და არგენტინელი სოლანა სიერა 6:2, 7:5 დაამარცხეს და MundoTenis Open-ის მომდევნო რაუნდში ვეტერან იტალიელ სარა ერანისა (წყვილებში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი) და ფრანგ ლეოლია ჟანჟანს შეხვდებიან.
ცნობისთვის, ბოლოს (მიმდინარე წლის ოქტომბერში) გორგოძემ იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში იმარჯვა (ისიც წყვილებში). მის აქტივში ITF-ის 51 ტიტულია, აქედან 33 წყვილთა თანრიგში. სულ კი ეკატერინეს ანგარიშზე 58 ტიტულია (2 WTA-ს ტურნირებზე, 4 WTA-ს ჩელენჯერებზე).
კომენტარები