Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიამ ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა
  • ნაპოლი სერია A-ში ბერგამოს ატალანტასთან მატჩისთვის ემზადება

სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა, სადაც დღეს კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე ივარჯიშა. ქართველმა ფეხბურთელმა გაიცნო ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარი, რომელსაც ის საერთოდაც პირველად შეხვდა.

"დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა მაძარისთვის, რადგან ვარჯიშს კვარაცხელია დაუბრუნდა. მწვრთნელს უკვე შეუძლია მასთან და დი ლორენცოსთან მუშაობა, რომლებიც შაბათს ძირითად შემადგენლობაში იქნებიან", - განაცხადაა Sky Sport-ის ეთერში ჟურნალისტმა მასიმო უგოლინმა, რომელმაც ვიქტორ ოსიმენის მდგომარეობაზეც ილაპარაკა:

"დღეს დილით ოსიმენმა ისევ ინდივიდუალურად ივარჯიშა. შესაძლოა, ხვალ იყოს გადამწყვეტი დღე, როდესაც გავიგებთ, ექნება თუ არა ნიგერიელს ატალანტასთან დაბრუნების შანსი".

იტალიის მოქმედ ჩემპიონს სანაკრებო შეკრებებიდან კვარაცხელიას გარდა, ლეო ოსტიგორი და იენს კაიუსტეც დაუბრუნდნენ. შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 25 ნოემბერს, ბერგამოში, ატალანტას დაუპირისპირდება. ვალტერ მაძარისთვის ეს იქნება პირველი მატჩი "აძურიში" დაბრუნების შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები