Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელია ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მეოთხეა
  • საქართველოს ნაკრების საინტერესო ფაქტები ევრო 2024-ის შესარჩევში

მეშვიდედ ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებისთვის არაფრით დასრულდა - ვილი სანიოლის გუნდმა 8 თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგო (ორივე აუტსაიდერ კვიპროსთან), 2 ფრედ ითამაშა და 4 წააგო. გუნდმა 5-გუნდიან ჯგუფში მე-4 პოზიცია დაიკავა 8 ქულით. შედეგი, რომელიც ვერც ერთი მახასიათებლით შეიძლება ჩაითვალოს წარმატებად, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების ფრანგი მწვრთნელის აზრი სწორედ ასეთია.

ნაკრებმა კლასიკური გზით მიზანს ვერც მე-7 ცდაზე მიაღწია

საქართველოს ნაკრებმა რვა მატჩში მხოლოდ 12 გოლი გაიტანა და 18 გაუშვა (კვლავ მხოლოდ კვიპროსს აჯობა). მოკლედ, როგორც წინა ექვსი, ეს ციკლიც მიზნის მიუღწევლად დასრულდა (თუმცა უეფა შანსს პლეი ოფით გვაძლევს). 

ვილი სანიოლის გუნდის მოგების პროცენტული მაჩვენებელი ამ ციკლში 37.5-ია, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ჩვენთვის მესამე შედეგია (უკეთესი იყო ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც გუნდმა 5 თამაში მოიგო და 15 ქულა დააგროვა; ასევე ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპი 10 ქულით). 

ამ ციკლში გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა

WhoScored-ის მიხედვით, A ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელი ნიკო ვილიამსია - 7.74 საშუალო შეფასება, შემდეგ მოდის როდრი (7.62) და ერლინგ ჰაალანდი (7.58). ხვიჩა მაკტომინეის უსწრებს და 7.55 საშუალო შეფასებით მეოთხეა. ათეულში სხვა ქართველი არ არის. 

ბოლო ტურის სიმბოლურში მხოლოდ კვარაცხელია და მამარდაშვილი მოხვდნენ, ნოემბრის თვის სიმბოლურში კი მათ გარდა კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე და კვერკველიაც არიან. სეზონის სიმბოლურში კვლავ მხოლოდ მამარდაშვილი და კვარაცხელიაა. 

გიორგი მამარდაშვილი ჯგუფის საუკეთესო მეკარე იყო, მიუხედავად 18 გაშვებული ბურთისა

საინტერესო ფაქტები (გუნდური)

🟠 10.4 დარტყმა საშუალოდ მატჩში - მე-4 შედეგი ჯგუფში.

🟠 40.5% ბურთის ფლობა - ასევე მე-4 შედეგი ჯგუფში.

🟠 82.6% პასის სიზუსტე - მე-4 შედეგი ჯგუფში.

🟠 6.3 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა საშუალოდ - ბოლო შედეგი ჯგუფში.

🟠 16.9 მოგებული ორთაბრძოლა საშუალოდ - პირველი შედეგი ჯგუფში.

🟠 12 ჩაჭრა საშუალოდ - პირველი შედეგი ჯგუფში.

🟠 14 წარმატებული დრიბლინგი საშუალოდ -პირველი შედეგი ჯგუფში. 

🟠 ნაკრების შეტევები: 41% მარცხენა ფლანგიდან; 36% მარჯვენა ფლანგიდან; 23% ცენტრიდან. ცენტრიდან ყველაზე მეტს ესპანეთი უტევდა, ფლანგებიდან - შოტლანდია.

A ჯგუფის სიმბოლური ნაკრები

საინტერესო ფაქტები (ინდივიდუალური)

🟠 შეუცლელად 720 წუთი მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა ითამაშა, ორი საქართველოს ნაკრებიდან იყო: გიორგი მამარდაშვილი და გურამ კაშია (მესამე ნორვეგიელი ლეო ესტეგორია).

🟠 სკოტ მაკტომინეი 7 გოლით ჯგუფის ბომბარდირია, ერლინგ ჰაალანდმა 6 გაიტანა, 4 სამმა ფეხბურთელმა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამ (მორატა, ხოსელუ).

🟠 სამი საგოლე პასით გიორგი ჩაკვეტაძე ნიკო ვილიამსთან ერთად ჯგუფში საუკეთესოა. 

🟠 3-3 გაფრთხილება მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ და კვიპროსელმა კარომ მიიღეს.

🟠 3.6 დარტყმა კარისკენ საშუალოდ - ხვიჩა კვარაცხელიას ეს შედეგი ჯგუფში საუკეთესოა, ის მორატასა და ჰაალანდს უსწრებს.

🟠 პასების სიზუსტით ოთარ კიტეიშვილი (92.9%) ჯგუფში მე-6 პოზიციაზეა, საქართველოს ნაკრებში კი საუკეთესოა. 

🟠 1.5 მოგებული საჰაერო დუელი საშუალოდ - ლუკა ლოჩოშვილი ნაკრებში საუკეთესოა, ჯგუფში მე-8 ადგილზეა.

🟠 ხვიჩა კვარაცხელია და სკოტ მაკტომინეი 3-3-ჯერ გახდნენ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები (WhoScored).

🟠 1.7 მნიშვნელოვანი პასი საშუალოდ - ირაკლი აზაროვი ნაკრებში საუკეთესოა, ჯგუფში - მე-6. 

🟠 4.8 წარმატებული დრიბლინგი საშუალოდ - ხვიჩა კვარაცხელია არა მარტო ჯგუფშია საუკეთესო, არამედ, შესარჩევ ციკლში მე-2 ადგილზეა. 

🟠 2.8 - ჯგუფში ყველაზე ხშირად გიორგი ქოჩორაშვილის წინააღმდეგ ჯარიმდებოდნენ, ხვიჩა კვარაცხელია (2) მე-4 ადგილზეა.

🟠 საშუალოდ 53.6 პასი თამაშში - ოთარ კიტეიშვილი ნაკრებში საუკეთესოა, მაგრამ ჯგუფში ეს ათეულში შესასვლელადაც არ იყო საკმარისი.

🟠 გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ტანდემი საუკეთესო იყო - გიორგის პასებით ხვიჩამ 3 გოლი გაიტანა. ნუსა-ჰაალანდი 2 გოლი; რობერტსონი-მაკტომინეი - 2 გოლი.

🟠 0.5 გამჭოლი პასები საშუალოდ - გიორგი ჩაკვეტაძე ჯგუფში საუკეთესოა.

🟠 2.6 მოგებული ორთაბრძოლა საშუალოდ - ოთარ კაკაბაძე ჯგუფში საუკეთესოა. ის ასევე ჩაჭრებით (2.8) არის საუკეთესო. 

კომენტარები

ბოლო ამბები