Thumbnail
  • შაბათს ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება
  • როგორ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს საქართველო, თუ მარტის პლეი ოფს მოიგებს

ევროპის ჩემიონატზე სულ 24 გუნდი ითამაშებს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 21 გუნდია ცნობილი, დანარჩენი სამი კი მარტის პლეი ოფში უნდა გაირკვეს, შაბათს, 2 დეკემბერს ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

ანუ: შაბათს გავიგებთ, რომელ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს საქართველოს ნაკრები, თუკი მარტის პლეი ოფს მოიგებს და ევროპის ჩემპიონატზე გავა.

20 ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა, მათ მასპინძელი გერმანია ავტომატურად შეუერთდა. ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჰამბურგში (თბილისის დროით 21:00 საათზე) ჩატარდება. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველა მონაწილე არ გარკვეულა, გუნდები ჯგუფებში მანამდე განაწილდებიან.

მაგალითად, საქართველოს ნაკრები პლეი ოფში რომ ითამაშებს, უკვე ეცოდინება, რომელ ჯგუფში მოხვდება, თუ ევროპის ჩემპიონატზე გავა. ნაკრებები წილისყრის წინ ოთხ კალათაში განაწილდნენ. თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველო მე-4 კალათაშია. ზოგადად, პლეი ოფის ყველა მონაწილე ნაკრები მე-4 კალათაშია განთესილი.

დანარჩენი ნაკრებები კალათებში საკვალიფიკაციო ეტაპის მიხედვით განაწილდნენ. მაგალითად, პირველ კალათაში ადგილი ერგოთ მასპინძელ გერმანიას და საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთ საუკეთესო პირველადგილოსანს. მე-2 კალათაში მოხვდა საკვალიფიკაციო ეტაპის დანარჩენი 5 პირველადგილოსანი და საუკეთესო მეორეადგილოსანი. მე-3 კალათაში მოხვდნენ საკვალიფიკაციო ეტაპის დანარჩენი მეორეადგილოსნები, ხოლო მე-4 კალათაში ყველაზე ცუდი შედეგის მქონე მეორეადგილოსნები და პლუს პლეი ოფის მონაწილეები. ამრიგად, ასეთი სურათი მივიღეთ:

I კალათა

გერმანია
პორტუგალია
საფრანგეთი
ესპანეთი
ბელგია
ინგლისი

II კალათა

უნგრეთი
თურქეთი
რუმინეთი
დანია
ალბანეთი
ავსტრია

III კალათა

ნიდერლანდები
შოტლანდია
ხორვატია
სლოვენია
სლოვაკეთი
ჩეხეთი

IV კალათა

იტალია
სერბეთი
შვეიცარია
A ლიგის პლეი ოფის გამარჯვებული
B ლიგის პლეი ოფის გამარჯვებული
C ლიგის პლეი ოფის გამარჯვებული

თქვენ როგორ ჯგუფს ისურვებდით საქართველოს ნაკრებისთვის? ველოდებით კომენტარებს. 

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ნახევარფინალები 21 მარტს, ხოლო ფინალები 26 მარტს გაიმართება. უშუალოდ ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს მიუნხენში დაიწყება და 14 ივლისს ბერლინში დასრულდება.

🪴 Pots confirmed for the #EURO2024 draw!

Posted by UEFA EURO 2024 on Tuesday, November 21, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები