Thumbnail

თბილისი ფარიკაობაში მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გადაწყვეტილება ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში გამართულ კონგრესზე მიიღეს
  • საქართველოს დედაქალაქის სასარგებლოდ ხმა FIE-ს 134 დელეგატიდან 120-მა მისცა

საქართველო 2025 წელს ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ ოფიციალურად ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე გამოცხადდა, რომელიც ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში გაიმართა. 

საქართველოს დედაქალაქის სასარგებლოდ ხმა FIE-ს 134 დელეგატიდან 120-მა მისცა.

ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლოს 2023 წელს იტალიის ქალაქ მილანში ჩატარდა. იქ საქართველოს ნაკრებმა ერთ ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა - ვიცე-ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე გახდა, რომელმაც ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

სანდრომ (მარჯვნივ) ფინალი ამერიკელ ელი დერშვიცთან დათმო

კომენტარები

ბოლო ამბები