Thumbnail

FIE-ს აღიარება - სანდრო ბაზაძე მსოფლიოში წლის საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე კონგრესზე 2023 წლის საუკეთესო მოფარიკავეები დაასახელა. ხმლით მოფარიკავე ვაჟთა შორის საუკეთესო სანდრო ბაზაძე გახდა, რომელსაც 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოხმალავის პრიზი გადაეცა.

სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელიც წლის საუკეთესოდ დაასახელეს. ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი წლეულს მილანში ჩატარდა. იქ საქართველოს ნაკრებმა ერთ ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა - ვიცე-ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე გახდა, რომელმაც ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ბაზაძემ მსოფლიოს რეიტინგი წლეულს პირველ ადგილზე დაასრულა. სანდრომ ზაფხულში ევროპის ოლიმპიური თამაშები მოიგო, ხოლო მანამდე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელმა კონგრესმა 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება თბილისს მიანიჭა.

კომენტარები

ბოლო ამბები