Thumbnail

ბასილაშვილმა ისევ წააგო - ამჯერად, მსოფლიოს 1398-ე ჩოგანთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფერნანდეში 6:2, 5:7, 7:6 (7:5) ბასილაშვილი
  • ქართველი ჩოგბურთელის წარუმატებელი სერია გრძელდება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიაში იმყოფება (საპრიზო ფონდი 118 ათასი ევრო) და მაიას ჩელენჯერის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

MAIA OPEN-ზე მე-8 ნომრად განთესილი ბასილაშვილი კვალიფიკაციის საწყის რაუნდში "უაილდ ქარდის" მქონე პორტუგალიელ როდრიგო ფერნანდეშს გაეჯიბრა და 2:6, 7:5, 6:7 (5:7) დამარცხდა.

ცნობისთვის, ფერნანდეში მხოლოდ ერთი კვირის წინ შესრულდა 17 წლის და ATP-ს რეიტინგში 1398-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა, მაინც აჯობა ქართველ ჩოგბურთელს, რომელიც კარიერის პიკზე მსოფლიოს მე-16 ჩოგანიც კი იყო.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ კორტს ოქტომბერში დაუბრუნდა, თუმცა, ჯერჯერობით, ძალიან არასახარბიელო შედეგები აქვს. მას მერე, რაც კარიერა განაახლა, ნიკას 7 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს და თანაც, მისი დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, თამაში არცთუ ცნობილ ჩოგბურთელებთან უწევდა.

კომენტარები

ბოლო ამბები