Thumbnail

ბექაური პარი სენ ჟერმენში - ქართველი ძიუდოისტი ფრანგული კლუბისთვის იჭიდავებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა ბექაური პარი სენ ჟერმენის ღირსებას დაიცავს
  • ქართველმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

9-10 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს იგივე ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს (იქვე ევროპა ლიგის შეხვედრებიც ჩატარდება) და წინასწარი ინფორმაციით, ტატამიზე 18 ქართველი ძიუდოისტი გავა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში ფრანგული პარი სენ ჟერმენის ღირსებას დაიცავს. ბექაურმა ფოტოები ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. ქართველი ძიუდოისტი წერს, რომ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა. ლაშა ძიუდოს ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი სეზონის გამარჯვებულია. მან ჩემპიონის ტიტული მებრძოლთან ერთად მოიპოვა, რომელმაც ფინალში სერბულ ცრვენა ზვეზდას 3:2 მოუგო.

ბექაურს კლუბში კიდევ ერთი ქართველი დახვდება. პარი სენ ჟერმენის ღირსებას ლუკა მხეიძე იცავს, რომელიც საფრანგეთის სახელით ასპარეზობს. სავარაუდოდ, პარიზული კლუბის შემადგენლობა ასეთი იქნება: ლუკა მხეიძე, ვალიდ ხიარი, ალფა უმარ ჯალო, ლაშა ბექაური და ტედი რინერი.

კომენტარები

ბოლო ამბები