Thumbnail

ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა. პლეი ოფი კიდევ ოთხმა კლუბმა დაიბევა: დორტმუნდმა, ბარსელონამ, ატლეტიკომ და ლაციომ.

98-ე წუთზე პენალტი გაიტანა და გუნდი წაგებას გადაარჩინა

F ჯგუფში, რომელიც "სიკვდილის ჯგუფად" მონათლეს, ორივე შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. "სან სიროზე" მილანმა თავიდანვე ცუდად დაიწყო, როცა ოლივიე ჟირუმ პენალტი ვერ გაიტანა, საბოლოოდ, დორტმუნდმა 3:1 დაამარცხა მეტოქე. პარიზში კი პსჟ 98-ე წუთამდე აგებდა ნიუკასლთან, თუმცა ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი კილიან მბაპემ გოლად აქცია და პარი სენ-ჟერმენი მარცხისგან იხსნა. დორტმუნდმა 10 ქულით პლეი ოფი გაინაღდა, პსჟ-ს 7 ქულა აქვს და სწორედ დორტმუნდს სტუმრობს. ბოლო ტურში ნიუკასლი მილანს უმასპინძლებს (გუნდებს 5-5 ქულა აქვთ). 

მარიო ერმოსომ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა

ატლეტიკოს როტერდამში მასპინძელთა ორი ავტოგოლი დაეხმარა, 3:1 მოიგო და 11 ქულით პირველზე გადავიდა, ამით ატლეტიკომ თავადაც გაინაღდა პლეი ოფის საგზური და მე-2 ადგილზე მყოფ ლაციოსაც გაუნაღდა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გაიმარჯვა. ფეიენოორდი ევროპალიგაზე გადაინაცვლებს.

მანჩესტერ სიტიმ 0:2-დან შეატრიალა მატჩის ბედი ლაიპციგთან, რომლის ორივე გოლი ოპენდამ გაიტანა, ხოლო ჩავი სიმონსმა ტრავმა მიიღო. კიდევ ერთხელ გაიტანა გერმანელთა კარში ერლინგ ჰაალანდმა, ფილ ფოდენმა კი გოლს პლუს პასი მიითვალა. ამით სიტიმ პირველი ადგილი დაიბევა, ლაიპციგი კი მეორედ ადგილით გავიდა. 

ჟოაო კანსელომ გოლს პლუს პასი მიითვალა

ბარსელონამ ჟოაო კანსელოს გოლს პლუს პასით 2:1 დაამარცხა პორტუ, ჩავის გუნდმა 12 ქულა მოაგროვა და პლეი ოფიც დაიბევა. ბოლო ტურში ქართველთა შახტარი (9 ქულა) პორტუს (9) ესტუმრება და მეორე საგზურის ბედიც გაირკვევა, უკრაინელებს მხოლოდ მოგება ესაჭიროებათ. 

E ჯგუფი

ფეიენოორდი 1:3 ატლეტიკო

გოლები: 0:1 ხეერტრუიდა (14-ავტოგოლი), 0:2 ერმოსო (57. ბარიოსის პასით), 1:2 ვიფერი (77. ივანუშეცის პასით), 1:3 ხიმენესი (81-ავტოგოლი)

F ჯგუფი 

მილანი 1:3 დორტმუნდი

გოლები: 0:1 როისი (10-პენალტი), 1:1 ჩუკვუეზე (37. კალაბრიას პასით), 1:2 ბაინო-გიტენსი (59. ზაბიტცერსი პასით), 1:3 ადეიემი (69. როისის პასით)

პსჟ 1:1 ნიუკასლი

გოლები: 0:1 ისაკი (24. ალმირონის პასით), 1:1 მბაპე (98-პენალტი)

G ჯგუფი

მანჩესტერ სიტი 3:2 ლაიპციგი

გოლები: 0:1 ოპენდა (13. ბლაშვიჩის პასით), 0:2 ოპენდა (33. სიმონსის პასით), 1:2 ჰაალანდი (55. ფოდენის პასით), 2:2 ფოდენი (70. გვარდიოლის პასით), 3:2 ხ. ალვარესი (87. ფოდენის პასით)

იანგ ბოისი 2:0 ცრვენა ზვეზდა

გოლები: 1:0 ნედელკოვიჩი (8-ავტოგოლი), 2:0 ბლუმი (29. მ. კამარას პასით)

H ჯგუფი

ბარსელონა 2:1 პორტუ

გოლები: 0:1 პეპე (30. გალენოს პასით), 1:1 ჟოაო კანსელო (32. პედრის პასით), 2:1 ჟოაო ფელიქსი (57. ჟოაო კანსელოს პასით).

კომენტარები

ბოლო ამბები