Thumbnail
  • ტოკიოში ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი ვერ გამოვლენ  
  • საქართველოს ნაკრებს გიორგი ბერიაშვილი და ლევან მათიაშვილი დაემატნენ 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების იმ შემადგენლობაში, რომელიც 2-3 დეკემბერს ტოკიოს გრანდ სლემზე გამოვა, ცვლილებები კიდევ განხორციელდა.

IJF-ზე გამოქვეყნებული განაცხადის თანახმად, იაპონიის დედაქალაქში გასამართ წლის დასკვნით გრანდ სლემზე გუნდს ვერც ლაშა ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნაკრებს ტატო გრიგალაშვილი გამოაკლდა (81 კგ.).

მათ ნაცვლად გუნდს გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.) და ლევან მათიაშვილი (+100) დაემატნენ, შესაბამისად, ტოკიოში საქართველო 16 ძიუდოისტით (13 კაცი, 3 ქალი) გამოვა.

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე - 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი (ორივე - 66 კგ.), გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73 კგ.), ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ.), ლუკა მაისურაძე, ლუკა ბაბუციძე (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.), შალვა გურეშიძე, ლევან მათიაშვილი (+100 კგ.).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

შეგახსენებთ, რომ შარშან ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველო კაცთა შორის მხოლოდ ლაშა ბექაურით იყო წარდგენილი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ტურნირი კი მასპინძელთა სრული ტრიუმფით დასრულდა: მათ კაცებში 5 ოქროს მედალი მოიპოვეს (4 იაპონური ფინალი იყო), ქალებში კი შვიდივე (!) წონაში გაჩემპიონდნენ და აქედან ექვსში იაპონური ფინალი ვიხილეთ. 

ამ დროისთვის იაპონიის დედაქალაქში გასამართ გრანდ სლემზე მსოფლიოს 88 ქვეყნის 535 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები