Thumbnail

The Game Awards 2023 - დაჯილდოების ნომინანტები და ფავორიტები

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • წლევანდელი ღონისძიება 7 დეკემბერს ლოს ანჯელესში ჩატარდება
  • საუკეთესო თამაშის ნომინაციაში ფავორიტად Baldur's Gate 3 სახელდება
  • ყველაფერი, რაც The Game Awards 2023-ის დაჯილდოებაზე უნდა იცოდეთ

ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში The Game Awards-ის ღონისძიება წლის ყველაზე დიდ მოვლენად ითვლება. ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გეიმინგ სამყაროში 32 ნომინაციაში გამარჯვებულებს ავლენს, ყველაზე პრესტიჟული კი წლის საუკეთესო თამაშის ნომინაციაა. ამ კატეგორიაში წელს 6 თამაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, ღონისძიებაზე ახალი თამაშების თრეილერებს, სიანტერესო განხილვებსა და სიუჟეტებს ვიხილავთ. 

The Game Awards-ს გეიმერების ოსკარსაც კი უწოდებენ. წლევანდელი ღონისძიება 7 დეკემბერს ლოს ანჯელესში Peacock Theatre-ში ჩატარდება. 2023 წელი გეიმინგისთვის ძალიან დატვირთული და ამავდროულად, წარმატებული გამოდგა. წლის განმავლობაში არაერთი შთამბეჭდავი თამაში გამოვიდა, ვნახეთ, ლეგენდარული ფრენჩაიზების ახალი სერიები, რომლებიც თანამედროვე სათამაშო მოწყობილობებზე იდეალურად ადაპტირდნენ. 

ამ სტატიაში იმ კატეგორიებზე გავავამხვილებთ ყურადღებას, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიალზე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. გარდა ამისა, თითოეულ ნომინაციაში დასახელებულ ფავორიტებს გამოვყოფთ. 

Baldur's Gate 3 - ნომინაცია წლის საუკეთესო თამაშის მთავარი ფავორიტი

საუკეთესო თამაში

Alan Wake 2
Baldur's Gate 3 - მთავარი ფავორიტი
Marvel's Spider-Man 2
Resident Evil 4
Super Mario Bros. Wonder
The Legend of Zelda: Tears of the Kingdom

საუკეთესო მობაილ თამაში

Final Fantasy VII: Ever Crisis
Hello Kitty Island Adventure
Honkai: Star Rail - მთავარი ფავორიტი
Monster Hunter Now
Terra Nil

საუკეთესო სამოქმედო ჟანრის თამაში

Armored Core VI: Fires Of Rubicon - ფავორიტი
Dead Island 2
Ghostrunner 2
Hi-Fi Rush
Remnant 2

საუკეთესო საბრძოლო თამაში

God Of Rock
Mortal Kombat 1
Nickelodeon All-Star Brawl 2
Pocket Bravery
Street Fighter 6 - ფავორიტი

საუკეთესო სპორტული ან სარბოლო თამაში

EA Sports FC 24
F1 23
Forza Motorsport - მთავარი ფავორიტი
Hot Wheels Unleashed 2: Turbocharged
The Crew Motorfest

საუკეთესო მულტიპლეიერი

Baldur's Gate 3 - ფავორიტი
Diablo 4
Party Animals
Street Fighter 6
Super Mario Bros. Wonder

საუკეთესო Esports-ის თამაში

Counter-Strike 2
DOTA 2
League Of Legends - ფავორიტი
PUBG Mobile
Valorant

საუკეთესო გეიმერი

ლი სანგ-ჰიოკი (Faker) League Of Legends
მატიე ჰერბო (ZywOo) Counter-Strike 2 - ფავორიტი
მაქს მაზანოვი (Demon1) VALORANT
პაკო რუსიევიესი (Hydra) Call of Duty
პარკ ჯაე-ჰიუკი (Ruler) League Of Legends
ფილიპ დოსენი (ImperialHal) Apex Legends

კომენტარები

ბოლო ამბები