Thumbnail
  • სევილიელები 16 წლის ნახევარმცველის ვახტანგ სალიას გადაბირებაზე მუშაობენ
  • 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელით სხვა ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან  

ესპანური საფეხბურთო კლუბის ბეტისის სკაუტების სამიზნე დინამო თბილისისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ვახტანგ სალია გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Relevo.com ავრცელებს. 

ვახტანგ სალიამ ეროვნულ ლიგაში ბოლო ორ მატჩში ითამაშა

"კლუბის სამიზნეში ქართველი მარგალიტია. "მწვანე-თეთრების" სკაუტები დაკავებულნი არიან ვახტანგ სალიათი - დინამო თბილისის 16 წლის თავდამსხმელით. ის პირველი დანამატი უნდა გახდეს პროექტის "ბეტისის ტალანტი", რომელზეც რამონ პლეინსი გასული ზაფხულიდან მუშაობს. 

2007 წელს დაბადებული ქართველი, რომელმაც დინამო თბილისის მთავარი გუნდის ბოლო ორ მატჩში ითამაშა, არის შემტევი, რომელზეც თვალი ევროპის წამყვან კლუბებს უჭირავთ.  პლეინსიც და მისი თანაშემწეებიც დარწმუნებულები არიან ფეხბურთელის შესაძლებლობებში და ცდილობენ, გადაჭრან ბიუროკრატიული დაბრკოლებები, რაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან არასრულწლოვანი მოთამაშის ტრანსფერს შეეხება. მათი მიზანი ფეხბურთელის ბეტისში ახლავე დარეგისტრირებაა, თუ არადა, მოცდა იქამდე, სანამ ის სრულწლოვანი გახდება", - წერს საიტი.

ახლახან სალია 17-წლამდელთა ნაკრებს ევროს ელიტრაუნდის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა

ვახტანგ სალია დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ერთი გოლით გამორიჩა. ფეხბურტელს დინამო თბილისის მთავარ გუნდში დებიუტი ცოტა ხნის წინ, ქუთაისის ტორპედოსთან (2:2) შეხვედრაში ჰქონდა, მომდევნო ტურში კი დინამო ბათუმის წინააღმდეგ მატჩშიც (6:2) ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები