Thumbnail
  • გალათასარაი 3:3 მანჩესტერ იუნაიტედი
  • სევილია 2:3 პსვ 

სტამბოლსა და სევილიაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის თამაშები გაიმართა. A ჯგუფში გალათასარაიმ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და 6-გოლიან თრილერში 3:3 დაუზავდა. იუნაიტედი ორჯერ იგებდა ორგოლიანი უპირატესობით, მაგრამ ჰაკიმ ზიეშის ბრწყინვალე თამაშისა (2 გოლი და საგოლე პასი) და ანდრე ონანას შეცდომების წყალობით თურქულმა გრანდმა გაათანაბრა. 5 ტურის შემდეგ გალას 5 ქულა აქვს, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედს 4 და ტენ ჰაგის გუნდი უკანასკნელ პოზიციაზეა. გალათასარაის პლეი ოფში გასასვლელად ბოლო ტურში კოპენჰაგენის დამარცხება ეყოფა. 

რიკარდო პეპი მატჩის გმირია

68-ე წუთამდე სევილია სერხიო რამოსისა და იუსეფ ენ-ნესირის გოლებით იგებდა, მაგრამ 66-ე წუთზე გუნდი ლუკას ოკამპოსმა დააღალატა, ამის შემდეგ პსვ ეინდჰოვენმა სამი გოლი გაიტანა, მატჩის გმირი კი 20 წლის ამერიკელი რიკარდო პეპი გახდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. სევილია პლეი ოფზე ოცნებას დაემშვიდობა, პსვ კი 8 ქულით მე-2 ადგილზეა. 

A ჯგუფი

გალათასარაი 3:3 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 გარნაჩო (11. ბ. ფერნანდეშის პასით), 0:2 ბ. ფერნანდეში (18. შოუს პასით), 1:2 ზიეში (29), 1:3 მაკტომინეი (55. ვან-ბისაკას პასით), 2:3 ზიეში (62), 3:3 აქთურქოღლუ (71. ზიეშის პასით)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): ონანა - ვან-ბისაკა (78. დალო), მაგუაირი, ლინდელიოფი, შოუ - მაკტომინეი, ამრაბატი (58. მეინუ) - ანტონი, ბ. ფერნანდეში, გარნაჩო (78. პელისტრი) - ჰოილუნდი (58. მარსიალი)

B ჯგუფი

სევილია 2:3 პსვ ეინდჰოვენი

გოლები: 1:0 ს. რამოსი (24. რაკიტიჩის პასით), 2:0 ენ-ნესირი (47. აკუნიას პასით), 2:1 საიბარი (68. დესტის პასით), 2:2 გუდელი (81-ავტოგოლი), 2:3 პეპი (92. ვერტესენის პასით).

კომენტარები

ბოლო ამბები