Thumbnail

რაგბი ევროპის სუპერთასი | შავი ლომის შემადგენლობა იბერიანსთან ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 2 დეკემბერი | ⌚ 14:00 | 🏟 ავჭალა | 🏉 შავი ლომი V იბერიანსი | 📺 რაგბი TV
  • ქართული ფრენჩაიზი ტიტულის ზედიზედ მესამედ მოსაგებად იბრძვის

შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალისთვის, რომელშიც მეტოქე ესპანური იბერიანსი იქნება. 

ქართული ფრენჩაიზი ესპანელებს დაახლოებით ერთი თვის წინ ჯგუფური ეტაპის ეგიდითაც დაუხვდა და 39:19 სძლია. იმ თამაშთან შედარებით, შავი ლომის სასტარტო თხუთმეტეულში 4 ცვლილება და ერთი გადაადგილებაა.

9 ნომრის პოზიციაზე თენგიზ პერანიძის ნაცვლად თამაშს გიორგი მარგალიტაძე იწყებს. სხვა მხრივ ხაზი ისეთივეა, როგორიც ერთი თვის წინ იყო. თელ ავივ ჰითთან ბოლო თამაშის შემდეგ კი, ორი ცვლილებაა და ცენტრში – გიორგი კვესელაძე, ფრთაზე კი სანდრო თოდუა ბრუნდებიან.

პირველ ხაზში ნიკა ხატიაშვილმა მარცხენა ბურჯის პოზიციაზე გადაინაცვლა, მარჯვნივ გიორგი ჩხარტიშვილი დადგება, კვაჭი კი ირაკლი ქვათაძე იქნება. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. უცვლელია და ზედიზედ მესამე შეხვედრას იწყებს მესამე ხაზი – ლუკა ივანიშვილის, სანდრო მამამთავრიშვილისა და ილია სპანდერაშვილის შემადგენლობით.

ჯგუფურ ეტაპზე შავმა ლომმა იბერიანსი 39:19 დაამარცხა

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილი ერთადერთი მორაგბეა, რომელმაც შავი ლომის ყველა, 30-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, როგორც რაგბი ევროპის სუპერთასზე, ასევე - სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

სათადარიგო მორაგბეთა შორისაა ფრენჩაიზის დებიუტანტი გიორგი ჯობავა, რომელიც შავ ლომს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა მისი მაისურით მოედანზე ჯერ არ გასულა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები ესპანელებს 2 დეკემბერს ავჭალის სტადიონზე დაუხვდებიან (თამაში 14:00 საათზე დაიწყება), წარმატების შემთხვევაში კი, ფინალში თელ ავივ ჰითსა და რომანიან ვულვს შორის უმჯობესს შეხვდებიან (მატჩი ბუდაპეშტში შედგება). შავ ლომს სუპერთასის გასული 2 გათამაშება მოგებული აქვს, ამდენად, ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძვის.

შავი ლომი იბერიანსთან

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე.
შერკინება: 1. ნიკა ხატიაშვილი 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
სათადარიგოები: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ნიკა პატარაია, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. თორნიკე კახოიძე.

შავი ლომი vs იბერიანს | 02/12/23, სუპერ თასი

სუპერ თასის ნახევარფინალისთვის შემადგენლობა დასახელდა! გაიგე მეტი აქ 👉 rugby.ge/2023/11/sc-sf-bl-ib/ სუპერ თასის ნახევარფინალი 🏆 🦁 ⚫️ შავი ლომი vs იბერიანს | 02/12/23, 14:00, ავჭალის სტადიონი 📍 არ დაგავიწყდეს! 9 დეკემბერს, 17 საათზე, არ გამოტოვო შავი ლომის დებიუტი EPCR Challenge Cup-ზე 🔥 ორივე თამაშის ბილეთები შეიძინე აქ 🎟️ www.TKT.GE/Rugby 🦁 ⚫️ შავი ლომი vs გლოსთერ 🍒 | 09/12/23, 17:00, მიხეილ მესხის სტადიონი 📍

Posted by შავი ლომი . Black Lion on Thursday, November 30, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები