Thumbnail

ნარდში საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა

  • პროფესიონალთა და პირველ ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა
  • გამარჯვებულები ბაქარ მათიკაშვილი და ამირან გელაშვილი გახდნენ

25 ნოემბერს ნარდში "საქართველოს ჩემპიონატი 2023" მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებული ბაქარ მათიკაშვილი გახდა, ხოლო პირველ ლიგაში ტური ამირან გელაშვილმა მოიგო.

პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული
I ადგილი - ბაქარ მათიკაშვილი
II ადგილი - ლევან ნინიძე
III ადგილი - ხათუნა გიორგობიანი
IV-V ადგილი - კახაბერ ნაჭყებია
IV-V ადგილი - ედუარდ ნაზარიანი

პირველი ლიგის საპრიზო ხუთეული
I ადგილი - ამირან გელაშვილი
II ადგილი - გია საღინაძე
III ადგილი - ტარიელ ჭონიაშვილი
IV ადგილი - ლერი ჩანტლაძე
V-VI ადგილი - თამარ ფულარია
V-VI ადგილი - ალექსანდრე ჩაჩანიძე

2023 წლის ჩემპიონატის მე-12 ტური 9 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები