Thumbnail
  • ბაიერნი 90:76 ვირტუს ბოლონია
  • თორნიკე შენგელიამ 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა

ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია მიუნხენში ბაიერნის წინააღმდეგ დამარცხდა. იტალიურმა კლუბმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ 8-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა, შემდეგ გერმანელებმა მეტოქეს ცალსახად აჯობეს.

ბაიერნმა სამ პერიოდში ვირტუსს შანსი არ დაუტოვა, საბოლოოდ კი 90:76 გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელიას ისევ გამორჩეული თამაში ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 34 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა, რის შედეგადაც მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 15 აღმოჩნდა.

ვირტუსში შენგელიაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მარკო ბელინელის ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბაიერნის ესპანელი ლიდერი სერჟ იბაკა იყო ორმაგი დუბლით - 24 ქულა და 13 მოხსნა.

ვირტუს ბოლონია 11 ტურის შემდეგ ევროლიგაში 7 მოგებით და 4 წაგებით მე-4 ადგილზეა. ლუკა ბანკის გუნდი მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, ბარსელონას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები