Thumbnail
  • მარსელი 4:3 აიაქსი
  • გიორგი მიქაუტაძის გუნდს კონფერენსლიგაზე გადასვლის შანსი მაინც აქვს

გიორგი მიქაუტაძის აიაქსი მარსელთან 'ველოდრომზე' 3:4 დამარცხდა და ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ გაიარა. აიაქსს ერთი შანსი მაინც დარჩა, ამსტერდამელებს კონფერენსლიგაზე გადასვლა შეუძლიათ.

ნიდერლანდურ კლუბს ბერძნული აეკ-თან გამარჯვება სჭირდება, რათა კონფერენსლიგის 1/16 ფინალში მოხვდეს. რაც შეეხება მატჩს, პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა. ობამეიანგმა მე-9 წუთზე მასპინძლები დააწინაურა, ერთ წუთში ბრობიმ გაათანაბრა. მარსელი წინ 26-ე წუთზე გავიდა, მაგრამ ჩანქსელ მბემბას გოლი 4 წუთში ისევ ბრობიმ გაქვითა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში აიაქსს კიდევ ორჯერ გაუტანეს და შეხვედრა 4:3 მოიგეს. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჰეთთრიკი შეასრულა და მარსელს მატჩი მოაგებინა. მარსელს 11 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა, ფრანგები ბოლო ტურში ბრაიტონს შეხვდებიან და პირველი ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარებიან.

ევროპალიგის ჯგუფიდან უკვე 12 გუნდი გავიდა: ვესტ ჰემი, ფრაიბურგი, მარსელი, ბრაიტონი, ატალანტა, სპორტინგი, ლივერპული, რენი, ვილიარეალი, სლავია, რომა და ლევერკუზენი. რაც შეეხება კონფერენსლიგას, პლეი ოფის საგზური ამ გუნდებმა მოიპოვეს: ლილი, სლოვანი, გენტი, თელ ავივის მაკაბი, პლზენი, ბრიუგე, ბოდო გლიმტი, ასტონ ვილა, ფიორენტინა, პაოკ, აინტრახტი. უეფას რანგით მეორე და მესამე საკლუბო ტურნირების ბოლო ტური 14 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები