Thumbnail
  • ტოკიოს გრანდ სლემზე მონაწილეობას 520 ძიუდოისტი მიიღებს
  • წილისყრამ ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაარკვია

იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელიც 2-3 დეკემბერს გაიმართება. გრანდ სლემზე 88 ქვეყნის 520 ძიუდოისტი დარეგისტრირდა, მათ შორის 16 ქართველია.

ტურნირამდე ერთი დღით ადრე წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა. ყველაზე რთული მეტოქეები 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანსა და გიორგი ბერიაშვილს შეხვდათ. მათ პირველივე ეტაპზე იაპონელებთან უწევთ დაპირისპირება. ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა შორის 3 წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო მეორე დღეს ჩემპიონები 4 წონით კატეგორიაში გაირკვევა.


-60 კგ | გიორგი სარდალაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, მისი მეტოქე მეორე წრეში ვიეტნამელი დუკ დატ ჩუ იქნება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში რუს გამზატ ზაირბეკოვს შეხვდება

- 60 კგ | ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში უკრაინელ არტემ ლესიუკს ხვდება

- 66 კგ | თენგო ზირაქაშვილი სამხრეთკორეელ კიმ ჩანიონგს პირველივე წრეში შეხვდება

- 66 კგ | ვაჟა მარგველაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, ხოლო მეორე წრეში მალაველ დილესი ვაისონსა და ბულგარელ იანისლავ გერჩევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

- 73 კგ | ლაშა შავდათუაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, ხოლო მეორე წრეში ტაჯიკ ბეჰრუზი ხოჯაზოდასა და პორტუგალიელ ოთარ კვანტიძეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

- 73 კგ | გიორგი ტერაშვილი პირველ წრეში გერმანელ რუებოს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ყაზახ ასკარ ნარკულოვს დაუპირისპირდება

- 81 კგ | ალექსანდრე ლოლაძე პირველი წრიდან თავისუფალია, მეორე წრეში კი მოლდოველ მიჰაილ ლატისიევსა და უზბეკ მუსო სობიროვს შორის მოგებულს შეხვდება.

- 90 კგ | ლუკა მაისურაძე მეორე წრეში ისრაელელ გაი გურევიჩს შეხვდება.

ლუკა ბაბუციძე პირველი წრიდან თავისუფალია, ხოლო მეორე წრეში მისი მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ არამ გრიგორიანსა და თურქმენ მამადალი ახილდიევს შორის მოგებული იქნება.

- 100 კგ | ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობას იაპონელ კოტარო უეოკასთან შეხვედრით იწყებს. ამავე წონაში გიორგი ბერიაშვილიც იაპონელ აარონ ვოლფს შეხვდება პირველ წრეში.

+ 100 კგ | შალვა გურეშიძე ვენესუელელ ლუის ამესკვიტას დაუპირისპირდება. ლევან მატიაშვილი კი მაროკოელ მოჰამედ ლაჰბუბს შეხვდება.

- 57 კგ | ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ მაიტა მოჰამედს შეხვდება.

- 63 კგ | ეთერ ასკილაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, ხოლო მეორე წრეში სლოვენიელ ანდრეია ლესკის შეხვდება.

+ 78 კგ | სოფიო სომხიშვილი სამხრეთკორეელ საეტბიეოლ პარკს შეხვდება პირველ წრეში

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები