Thumbnail
  • 7 დეკემბერს, ლუჩანო სპალეტის ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებენ
  • ცერემონიაზე დასწრებას აურელიო დე ლაურენტისი არ აპირებს

ლუჩანო სპალეტის ნაპოლისთან ერთად მოგებული "სკუდეტო" დაუფასდა - ოფიციალურად დადასტურდა, რომ 64 წლის სპეციალისტს ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებენ.

7 დეკემბერს, კასტელ ნუოვოს სასახლეში სპალეტის სპეციალურ ჯილდოს ნეაპოლის მერი, გაეტანო მანფრედი გადასცემს. ცხადია, მას საპატიო მოქალაქის წოდებით იმიტომ დააჯილდოებენ, რომ ნაპოლის 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა, ისტორიაში კი ნაპოლისთვის ეს სულ რაღაც მე-3 "სკუდეტო" იყო.

საინტერესო დეტალია ის, რომ სავარაუდოდ, დაჯილდოების ცერემონიას ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არ დაესწრება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. დე ლაურენტისსა და სპალეტის შორის ურთიერთობა გასული სეზონის ბოლოს დაიძაბა, რაც კლუბიდან მწვრთნელის წასვლითაც დასრულდა.

ლუჩანო სპალეტი ნაპოლის მთავარ მწვრთნელად არცთუ ისე დიდი ხანი, 2021-2023 წლებში მუშაობდა, გასული ზაფხულიდან კი იტალიის ნაკრები ჩააბარეს.

კომენტარები

ბოლო ამბები