Thumbnail
  • უოტფორდის 24 წლის ქართველ ნახევარმცველს საზარდული აწუხებს
  • გიორგი, რომელმაც ნორვიჩთან მატჩი გამოტოვა, ვერც ჰალთან ითამაშებს
  • ვალერიენ ისმაელმა ჩაკვეტაძის დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა  

გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ჩემპიონშიპის მე-19 ტურის შეხვედრასაც გამოტოვებს. საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი, რომელმაც საზარდულის დაჭიმულობის გამო უოტფორდს ნორვიჩ სიტისთან მატჩში (3:2) ვერ დაეხმარა, ინგლისურ გუნდს მომდევნო თამაშშიც გამოაკლდება. 

უოტფორდი ჩემპიონშიპში მორიგ მატჩს სტუმრად ჰალ სიტისთან 2 დეკემბერს ჩაატარებს. თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ჩაკვეტაძის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და მისი დაბრუნების სავარაუდო დროც დაასახელა.

"სამშაბათს საღამოს გამართული თამაში ჩვენთვის უდანაკარგო აღმოჩნდა. ჯერემი ნგაკიასთან ერთად, ერთადერთი მოთამაშე, რომელიც გვაკლია, საზარდულის პრობლემის მქონე გიორგია. არ გვსურს გარისკვა, თუმცა სავარაუდოდ ის მომავალი კვირიდან დაგვიბრუნდება", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც უოტფორდში სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის, ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის 14 შეხვედრაში ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მის გუნდს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები