Thumbnail

ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოსთან ლა ლიგის მე-15 ტურის შეხვედრისთვის ემზადება.  Marca-მ კატალონიური გუნდის ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშიდან მცირე ეპიზოდი გამოაქვეყნა, სადაც ფერან ტორესი და პედრი ერთმანეთთან ხუმრობით კინკლაობენ და ჭიდაობენ.

"ეს მან თოფურიასგან ისწავლა! ბარსას ვარჯიშზე ფერანმა პედრის არაჩვეულებრივი ბოჭვა გაუკეთა. ორივე ფეხბურთელმა დრო მხიარულად გაატარა ატლეტიკო მადრიდთან მატჩის წინ გამართულ ვარჯიშზე", - ასე აღწერს ვიდეოს ცნობილი ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების გარემარბ ფერან ტორესს UFC-ის მებრძოლ ილია თოფურიასთან ნაცნობობა აკავშირებს. 23 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზაფხულში ესპანეთში მცხოვრები ქართველი მებრძოლი პირადად გაიცნო და მის საგულშემატკივროდ აშშ-შიც გაემგზავარა. ფერან ტორესი არ მალავს, რომ ილია თოფურიამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და მისთვის სამაგალითოა.

ილია თოფურია (14-0 ММА) UFC-ში 2020 წლიდან გამოდის და მისი ეგიდით ჩატარებული 6-ივე შეხვედრა მოგებული აქვს, აქედან 4 - ვადამდე. 26 წლის დაუმარცხებელი "მატადორი", რომელიც ამჟამად ქვემსუბუქის წონის რეიტინგში მე-5 პოზიციაზეა, სატიტულო ბრძოლას 18 თებერვალს, ლას ვეგასში, ტურნირ UFC 298-ში გამართავს, სადაც ავსტრალიელ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები