Thumbnail

ჯერ თუ-ს და იქნებ-ის თანხლებით, მაგრამ ამას უკვე მეორედ მოვესწარით - ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც სუპერაქტუალურია. თუკი 2019 წელს ბუქარესტში გამართული წილისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა თავისი შანსი ვერ გამოიყენა და ევრო 2020-ზე ვერ გავიდა, ახლა, ჰამბურგის წილისყრის შემდეგ, ყველაფერი წინაა!

ფინალური ეტაპის წილისყრა ქალაქ ჰამბურგში გაიმართა

თუკი 2024 წლის მარტში საქართველოს ნაკრები ორ საშინაო მატჩში აჯობებს, ჯერ ლუქსემბურგს, შემდეგ კი საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩის გამარჯვებულს, პლეი ოფის გამარჯვებულ C-ში მისი სახელი ჩაჯდება. მანამდე კი სავარაუდო მეტოქეები ცნობილია. 

მაშ ასე, თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა, გერმანიაში, ფინალურ ეტაპზე ის F ჯგუფში ითამაშებს:

შეგახსენებთ, თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა, პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, მეორე ტურში ჩეხეთს ჰამბურგში ეთამაშება და ბოლოს, პორტუგალიას გელზერკირხენში დაუპირისპირდება. 

A ჯგუფი

გერმანია
შოტლანდია
უნგრეთი
შვეიცარია

B ჯგუფი

ესპანეთი
ხორვატია
იტალია
ალბანეთი

C ჯგუფი

სლოვენია
დანია
სერბეთი
ინგლისი

D ჯგუფი

პლეი ოფის გამარჯვებული A
ნიდერლანდები
ავსტრია
საფრანგეთი

E ჯგუფი

ბელგია
სლოვაკეთი
რუმინეთი
პლეი ოფის გამარჯვებული B

ევრო 2024-ის 24 მონაწილიდან 21 ცნობილია, სამი კი მარტის პლეი ოფში გახდება ცნობილი. ჯგუფებიდან 2-2 გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გადის, ასევე 6-დან 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიის ქალაქებში გაიმართება. ეს რიგით მე-17 ჩემპიონატია კონტინენტზე და ის პირველი იქნება საქართველოს ნაკრების მონაწილეობით, თუკი მარტში ვილი სანიოლის გუნდი პლეი ოფში გაიმარჯვებს. ევროპის ჩემპიონატი "ალიანც არენაზე" გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩით დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები