Thumbnail

'კვარაცხელია ასე უფრო თავისუფალი იქნება' - კაპელო ოსიმენის დაბრუნებაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი ნაპოლი-ინტერს შორის გაიმართება. თამაშამდე იტალიურ მედიასთან ფაბიო კაპელომ ისაუბრა, რომლის აზრით, ვიქტორ ოსიმენის გამოჯანმრთელება ნაპოლისთვის დიდი პლუსია.

კაპელო ფიქრობს, რომ ნიგერიელის მოედანზე ყოფნის დროს, ხვიჩა კვარაცხელია ზედმეტი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

"ოსიმენის დაბრუნებამ შეიძლება ნაპოლის დიდი სარგებლობა მოუტანოს, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. როცა თამაში კარგად არ მიდის, ის გუნდს სიღრმეს აძლევს, გადასცემს კონკრეტულ სულისკვეთებას და ბრძოლის სურვილს. ეს პლუსია მაძარისა და მისი ფეხბურთელებისთვის. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ოსიმენის მოედანზე ყოფნა კვარაცხელიას ათავისუფლებს ზედმეტი პასუხისმგებლობისგან, რადგან როდესაც ის მოედანზე არ არის, ნაპოლის შეტევის ისე არ ეშინიათ, როგორც ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში. ასე რომ, კვარაცხელია შეიძლება მენტალურად უფრო თავისუფალი იყოს მეტოქეების ზეწოლისგან, რომლებსაც ორი პრობლემა ექნებათ გადასაჭრელი: პირველი, ცხადია, ქართველისთვის მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და მის წინააღმდეგ ხშირად ორმაგი მეურვეობით თამაშია, მეორე პრობლემა კი მათთვის ოსიმენის გაკონტროლებაცაა", - აღნიშნა კაპელომ.

ნაპოლის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი ხვიჩამ და ვიქტორმა შეიტანეს

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა, მოედანზე კი 1 კვირის წინ დაბრუნდა, თუმცა ბოლო ორ მატჩში მან მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა. ამჯერად ნიგერიელს მოედანზე პირველივე წუთიდან ელოდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები