Thumbnail

ბუდუ ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაში შედის. ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

ზივზივაძემ წინა ტურში ნიურნბერგთან 10 წუთი იკმარა დუბლის შესასრულებლად, ამჯერად კი კარლსრუე წაგებისგან იხსნა, რომელიც მეორე ბუნდესლიგის მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე როსტოკის ჰანზას დაუზავდა.

ბუდუმ კარლსრუეს ბოლო ორ მატჩში 3 გოლი მიითვალა

წინა ტურში ორი გოლის მიუხედავად, კრისტიან აიხნერმა ბუდუ ძირითად შემადგენლობაში მაინც არ ათამაშა, თუმცა, მისი დახმარება დასჭირდა. ბუდუ თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 20 წუთში მცველის უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა, რითაც KSC-ს ქულა გადაურჩინა - 2:2. აღსანიშნავია, რომ აიხნერის გუნდი ანგარიშით 0:2 მარცხდებოდა.

29 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 14 ჩატარებულ მატჩში 4 გოლი დაუგროვდა. მანამდე მან ჰამბურგთან გაიტანა აგვისტოში, წინა ტურში კი, როგორც ვთქვით, დუბლი გაიფორმა. ზოგადად, ზივზივაძეს კარლსრუეში, სადაც მიმდინარე წლის იანვრიდან თამაშობს, ჯერჯერობით, მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 3 ბოლო ერთ კვირაში...

კარლსრუე გერმანიის II ბუნდესლიგაში 15 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 დეკემბერს, სტუმრად ჰანოვერს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები