Thumbnail

ბეჟანიშვილის ორმაგი დუბლი - გიორგის შედეგიანი თამაში ტაივანში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ბეჟანიშვილს ტაივანის ჩემპიონატში კარგი თამაში ჰქონდა
  • ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა

ტაივანის საკალათბურთო ჩემპიონატში ფორმოსა დრიმერსმა საკუთარ მოედანზე ჰსინჩკუ ადვილად, 95:73 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი გიორგი ბეჟანიშვილი იყო.

ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 21 ქულა, 13 მოხსნა და 2 პასი შესძინა, შესაბამისად, ორმაგი დუბლი შეასრულა. ბეჟანიშვილი ამერიკული კოლეჯების ლიგიდან ტაივანურ გუნდში მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა.

ფორმოსა დრიმერსმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო, რის შედეგადაც 4 გამარჯვებით და 1 მარცხით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 10 დეკემბერს, კაოშიუნს შეხვდება.

Dreamers fastbreak

DREAMMOMENT| 🖐🏻🏃🏻🛫 #我無所懼 #fearless #GoDreamers

Posted by Formosa Dreamers 福爾摩沙夢想家 on შაბათი, 02 დეკემბერი, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები