Thumbnail

ცხოვრებაძის 8 გოლი ბუნდესლიგაში - გუმერსბახი მაინც დამარცხდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მაგდებურგი 32:30 გუმერსბახი
  • გიორგი ცხოვრებაძე გერმანული გუნდის ლიდერია

ხელბურთში გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში გუმერსბახი სტუმრად მაგდებურგთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა, გიორგი ცხოვრებაძემ კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად.

ქართველმა ხელბურთელმა თავის გუნდს ულიდერა. გიორგიმ 8 გოლი გაიტანა, რითაც თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო. სამწუხაროდ, ცხოვრებაძის გოლებმა გუმერსბახი წაგებისგან ვერ იხსნა - 30:32. თითქმის მთელი თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ მაგდებურგმა გაიმარჯვა.

გუმერსბახისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხი იყო, რის შედეგადაც 15 ტურის შემდეგ 6 მოგებით, 2 ფრით და 7 წაგებით მე-9 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 7 დეკემბერს, ჰამბურგს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ცხოვრებაძე ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როდესაც ევროპამ გაიცნო. ის ადრეულ ასაკშივე ჩაირიცხა მონპელიეს აკადემიაში, 2021-22 წლების სეზონში კი შვეიცარიულ ვინთერტურში იყო განათხოვრებული. გიორგი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და სწორედ მან შეაგდო გამარჯვების მომტანი ბურთი უნგრეთთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში. ცხოვრებაძემ ჯამში 42 გოლი გაიტანა და ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები