Thumbnail

სიგიჟე ეტიჰადზე - ტოტენჰემმა სიტის მოგება ხელიდან გამოგლიჯა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მანჩესტერ სიტი 3:3 ტოტენჰემი
  • ტოტენჰემმა წაგებების სერია შეწყვიტა, ჩემპიონს ლივერპულმაც გაასწრო

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტური სუპერმატჩით დასრულდა. მანჩესტერ სიტიმ და ტოტენჰემს ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს.

პეპ გვარდიოლას გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, რათა არსენალი წინ კიდევ უფრო არ გაეშვა. მეორე მხრივ, ტოტენჰემს ზედიზედ მე-4 წაგების უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც, "ეტიჰად სთედიუმზე" მაგარი თამაში გაჩაღდა.

ტოტენჰემი მეექვსე წუთზე ჰონ-მინ სონმა დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში ანგარიში გათანაბრდა, რაც ისევ კორეელის დამსახურებაა, რომელმაც ამჯერად საკუთარი კარი დალაშქრა. პირველი ტაიმი სიტის ფილ ფოდენმა მოაგებინა, თუმცა მეორე ნახევარში "მამლებმა" არაფერი დათმეს.

ჯერ ანგარიში ჯოვანი ლო ჩელსომ გაათანაბრა, სრულიად დამსახურებულადაც, რადგან ტოტენჰემი მეორე ტაიმში მეტოქეს სჯობდა. მიუხედავად ამისა, ჯეკ გრილიშმა წინ ისევ სიტი გაიყვანა და თითქოს, სიტიმ სტუმრები საბოლოოდ გატეხა, მაგრამ - არა. ბოლო წუთზე დეიან კულუშევსკიმ ლონდონელებს ქულა გადაურჩინა - 3:3.

ამგვარად, მანჩესტერ სიტისთვის ეს იყო ზედიზედ მესამე ფრე და 30 ქულით მე-3 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო ტოტენჰემი 27 ქულით მეხუთე საფეხურზეა.

მანჩესტერ სიტი 3:3 ტოტენჰემი

გოლები: 0:1 სონი (6), 1:1 სონი (9. საკ.კარში), 2:1 ფოდენი (31), 2:2 ლო ჩელსო (69), 3:2 გრილიში (81), 3:3 კულუშევსკი (90)

კომენტარები

ბოლო ამბები