Thumbnail

გიორგი ქვილითაიას ეფექტური გოლი ვარდნაში - აპოელ-მა 5:0 მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • აპოელ 5:0 დოქსა
  • გიორგი ქვილითაიამ 28 ოქტომბრის მერე პირველად გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში აპოელ-მა საკუთარ მოედანზე დოქსა 5:0 გაანადგურა, გიორგი ქვილითაიამ კი უგოლო სერია შეწყვიტა.

ქართველი ფორვარდი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ვარდნაში ეფექტური გოლის გატანა მოახერხა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

30 წლის ქართველი ფორვარდისთვის ოქტომბრის შემდეგ ეს პირველი გოლი იყო, მიმდინარე სეზონში კი სულ მესამე (9 მატჩში).

აპოელ-ი კვიპროსის ჩემპიონატს 13 ტურის შემდეგ 29 ქულით პაფოსთან ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 9 დეკემბერს, ზაკაკიუს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები