Thumbnail

ნაპოლიმ სერია A-ს მე-14 ტურში ინტერთან 0:3 წააგო და საჩემპიონო რბოლას პრაქტიკულად ჩამოშორდა, რადგან ლიდერს უკვე 11 ქულა აშორებს.

მატჩის შემდეგ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კომენტარი გააკეთა, რომელიც არ ფიქრობს, რომ მისმა გუნდმა 'სკუდეტო' უკვე მოიგო:

"კარგად დავიწყეთ, ტურამმა გოლიც გაიტანა, რომელიც მცირე თამაშგარეს გამო გაუქმდა. ცხადია, კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც იტალიის ჩემპიონია, მაგრამ ჩვენ კარგად ვმოქმედებდით, 2:0-ს შემდეგ თამაშს სრულად ვაკონტროლებდით, ნეაპოლში ასეთი გამარჯვება გვახარებს, მაგრამ ვიცით, რომ ჯერ მხოლოდ 14 ტური გავიდა და ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ.

ეს თამაში იყო ძალის, ერთიანობის გამოცდა. მე-18 წუთზე დე ვრეი დავკარგეთ, ტრავმები აქვთ ბასტონის და პავარს, სათადარიგო სკამზე კი დაცვაში მხოლოდ ბისეკი და კარლოს აუგუსტო მყავდა, რომელსაც 3-მცველიან სქემაში მონცაში, სერია B-ში გამოსვლის შემდეგ არ უთამაშია. თუმცა, არ მინდოდა დარმიანისთვის პოზიციის შეცვლა, რადგან კვარაცხელია იყო მის წერტილში, რომელიც ყოველთვის დიდი პრობლემაა", - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს რომასთან ერთად იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 8 დეკემბერს, სტუმრად იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები