Thumbnail

ნაპოლიმ "მარადონაზე" მილანის ინტერთან ანგარიშით 0:3 წააგო და ახლა უკვე სერია A-ს ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება. 

ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო, მაგრამ მის ძალისხმევას შედეგი არ მოჰყოლია. ნეაპოლელთა 22 წლის ქართველმა შემტევმა ყურადღება და აპლოდისმენტები მაინც დაიმსახურა. 

მატჩის 45-ე წუთზე, როდესაც სტუმრები ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, ინტერის ნახევარმცველმა დენზელ დუმფრისმა ტრავმა მიიღო, ნეაპოლელებმა კი თამაში გააგრძელეს. ამის შემხედვარე ხვიჩამ, რომელიც დაშავებულ ნიდერლანდელთან ახლოს იმყოფებოდა, განგაში ატეხა, თამაშის შეჩერება და დუმფრისისთვის დახმარების სასწრაფოდ აღმოჩენა მოითხოვა. 

ეს ეპიზოდი შეუმჩნეველი არ დარჩა იტალიელ ჟურნალისტ ტომაზო ლაბატეს, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია კომპლიმენტებით შეამკო:

"სანამ შეუმჩნეველი დარჩენილა. აპლოდისმენტები კვარაცხელიას, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა, რათა შეეჩერებინა თავისი თანაგუნდელები. იმ დროს ხვიჩა შიშობდა, რომ დუმფრისის ტრავმა სერიოზული იყო. გამორჩეული ფეხბურთელი, როგორც წესი, კაციც გამორჩეული ხარ. ქედს ვიხრი!".

ნაპოლი 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს რომასთან ერთად იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 8 დეკემბერს, სტუმრად იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 4 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს თავის ანგარიშზე.

კომენტარები

ბოლო ამბები