Thumbnail

ნაპოლიმ სერია A-ს მე-14 ტურში ინტერთან ანგარიშით 0:3 წააგო და საჩემპიონო რბოლას პრაქტიკულად ჩამოშორდა, რადგან ლიდერს უკვე 11 ქულა აშორებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა, მეორე ტაიმში შეეძლო ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ იან ზომერმა მაგრად ითამაშა. იტალიურმა მედიამ ქართველის თამაში ასე შეაფასა:

Tuttonapoli - 5.5 ქულა: "თამაშის საწყის ნახევარ საათში ზეგავლენას ვერ ახდენს. შემდეგ ჰქონდა დიდებული მომენტი, მაგრამ ზომერმა მისი დარტყმა მოიგერია. მისგან მეტის მოლოდინი იყო".

Eurosport - 6 ქულა: "ჯერ კარგი პასი ელმასს გაუკეთა, რომელსაც ზომერმა აჯობა, შემდეგ - პოლიტანოს, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. მეორე ტაიმში ერთ მომენტში დიდებულად იმოქმედა, მაგრამ ზომერმა საოცრად ითამაშა, გიჟური სეივი იყო. ვთქვათ, რომ ის საშუალო შეფასებას იმსახურებს".

Mediaset - 5.5 ქულა: "როგორც მოსალოდნელი იყო, მარცხნივ მაქსიმალურად ფლანგზე ითამაშა, მაგრამ მეტოქის დაცვა ვერ გაწელა. გაუჭირდა დარმიანის და დუმფრისის მოტყუება და როცა ეს მოახერხა, ზომერი ყურადღებით იყო".

Calcionapoli1926 - 5.5 ქულა: "მისი მეორე ტაიმი პირველს ნამდვილად სჯობდა. ზომერმა გოლი არ გაატანინა, მაგრამ მისგან უფრო მეტ სიზუსტეს და ნაკლებ სტერილურ თამაშებს ველით. ძალიან ბევრჯერ არასწორად იმოქმედა".

Tuttomercatoweb - 5.5 ქულა: "პირველი, რაც უნდა ითქვას, არ ბრწყინავს. მეორე: გოლის გატანა მაინც შეეძლო, მაგრამ ზომერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მესამე: მეტი მხარდაჭერა სჭირდება ფლანგზე, რაც გართულებულია იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მარცხენა მცველი და ასევე მარცხენა შუამარბი ტრავმირებულია".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს რომასთან ერთად იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 8 დეკემბერს, სტუმრად იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები