Thumbnail
  • ვაკო ყაზაიშვილი ულსან ჰიუნდაიდან მიდის
  • სამ სეზონში მან კლუბის მაისურით 35 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა

სამხრეთ კორეის K ლიგის ბოლო მატჩში ულსან ჰიუნდაიმ ვაკო ყაზაიშვილის გარეშე დაამარცხა ჯეონბუკი - 1:0. ულსანმა რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონის ტიტული და ამ მატჩის შემდეგ გუნდის დაჯილდოვებაც შედგა, რომელსაც ქართველი ფეხბურთელიც ესწრებოდა, თუმცა მისი კარიერა ულსანში სრულდება. 

ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო

30 წლის შემტევ ნახევარმცველს ულსან ჰიუნდაისთან 31 დეკემბრამდე აკავშირებს კონტრაქტი, შემდეგ კი ის თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. ვაკოს ანგარიშზე კორეის ჩემპიონატში 32 მატჩში 11 გოლი და 1 საგოლე პასია. სულ კი მან K ლიგაში გატარებულ სამ სეზონში 93 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ქართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან გუნდთან ერთად K ლიგა ორჯერ ზედიზედ (2022 და 2023) მოიგო. სულ კორეული კლუბის მაისურით ვაკოს ანგარიშზე 35 გოლი და 10 საგოლე პასია (131 თამაშში). 

სად გააგრძელებს კარიერას ყაზაიშვილი ჯერ უცნობია, თუმცა ჩინურ მედიას თუ დავუჯერებთ, ქართველი ლეგიონერი კიდევ ერთ ქვეყანაში გადავა სათამაშოდ - კორეის შემდეგ ჩინეთში - სუპერ ლიგის შანდონგ ტაიშანში გადავა, რომელიც ქალაქ ცინანის გუნდია. მედიის ინფორმაციით, შანდონგში მან ბრაზილიელი მოიზესი უნდა შეცვალოს. 2023 წლის სეზონი ჩინეთში დასრულდა, შანდონგმა ჩემპიონატი 58 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა. 

ვაკო ყაზაიშვილს საქართველოს ნაკრებში 63 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, თუმცა 2022 წლის შემოდგომის შემდეგ მას ეროვნულ გუნდში აღარ იძახებენ. ვაკოს კარიერაში ქართული კლუბების გარდა ვიტესში (ნიდერლანდები), ლეგიაში (პოლონეთი), სან ხოსეში (აშშ) და ულსანში (სამხრეთ კორეა) უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები