Thumbnail
  • დავით კაკუშაძეს ბოლო 4 მატჩში 73 ქულა აქვს ჩაგდებული
  • ვლადიმერ სალარიძის რივერსაიდმა ცოტნე ცარციძის ნორს დაკოტას მოუგო

როკჰარსტ ჰოუკსის ქართველმა კალათბურთელმა დავით კაკუშაძემ NCAA-ში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა კლუბმა 62:46 სძლია მისური/სენტ ლუისის უნივერსიტეტთან, 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა კი 27 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

დავითმა 11-დან 8 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ კაკუშაძეს ძალიან კარგი პერიოდი აქვს და ბოლო 4 შეხვედრაში 73 ქულა აქვს ჩაგდებული.

მისური/სენტ ლუისთან ჰოუკსის კიდევ ერთმა ქართველმა კალათბურთელმა დავით აბულაძემ ითამაშა, რომელმაც 6 წუთში 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი) მოაგროვა. როკჰარსტს თანაბარი ბალანსი (4-4) მოუგროვდა, მომდევნო მატჩს კი 9 დეკემბერს ვილიამ ჯეველ კოლეჯთან ჩაატარებს.

ვლადიმერ სალარიძემ 15 წუთში 6 ქულა ჩააგდო

"ქართულ დერბიში" ვლადიმერ სალარიძის რივერსაიდმა 68:62 სძლია ცოტნე ცარციძის ნორს დაკოტას. სალარიძემ 15 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, ცარციძეს კი ცუდი მატჩი ჰქონდა: 29 წუთში თამაშიდან მხოლოდ 1 სროლა გამოიყენა (7-დან) და 3 ქულას, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა წაამატა.

რივერსაიდს 5 წაგების წილ 4 გამარჯვება მოუგროვდა, შემდეგ მატჩს კი 6 დეკემბერს ვაშინგტონ სტეიტთან ჩაატარებს. ნორს დაკოტას 6 მოგება და 3 მარცხი აქვს, 9 დეკემბერს კი პორტლენდს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები