Thumbnail
  • ჩვენს YouTube-ზე "გასვლითი შეხვედრის" ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა
  • ევროპოპის გადამღები ჯგუფი ამჯერად საფრანგეთში, ზურიკო დავითაშვილთან იმყოფებოდა
  • როგორ ცხოვრობენ და როგორი საზოგადოების წევრები არიან - სერიები ქართველ სპორტსმენებზე

ევროპოპი სტუმრად ქართველ სპორტსმენებთან - ჩვენს YouTube არხზე განსაკუთრებული პროექტის, "გასვლითი შეხვედრის" ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა.

ჩვენი გადამღები ჯგუფი ამჯერად საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში იმყოფებოდა და "გასვლითი შეხვედრის" ახალი სერია საქართველოს ნაკრებისა და ბორდოს შემტევს, ზურიკო დავითაშვილს ეძღვნება.

გულახდილი საუბარი ზურიკოსთან, ასევე მის მამასთან, სულიკო დავითაშვილთან, ღვინის მუზეუმი ბორდოში, როგორი ქალაქია, როგორ ცხოვრობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი - ეს ყველაფერი ახალ ეპიზოდში გელოდებათ. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

"გასვლითი შეხვედრა" - ასე ჰქვია სერიებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ სპორტსმენებს იმ ქალაქებში ვსტუმრობთ, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ. გადაცემის წამყვანი, მარკეტერი და პრომოუტერი ლევან ღვინიანიძეა, რომელსაც ქართულ სპორტში მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

პირველი სერიის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დათი ხოჭოლავა იყო. მეორე ეპიზოდის გადასაღებად ლიონში ჩავედით, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებს, დავით ნინიაშვილს და ბექა საღინაძეს შევხვდით. ამის შემდეგ იყო შეხვედრა გრაცში, ოთარ კიტეიშვილთან, რომელიც ავსტრიული შტურმის და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მეოთხე სერიაში კი ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გაგაცანით ახლოს, რომლებსაც პოლონეთის ქალაქ პოზნანში ვესტუმრეთ. პირველი სეზონი 2022 წლის ბოლოს, გურამ კაშიასთან სტუმრობით დაიხურა. მომდევნო სეზონი თებერვლის ბოლოს, გიორგი შერმადინთან ტენერიფეში სტუმრობით გავხსენით, მეორე სერია ძიუდოისტ ნიკოლოზ შერაზადიშვილს მიეძღვნა, მესამე კი - დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელს, ლევან ყენიას. ასევე გვქონდა ორი გასვლითი შეხვედრა შოთა არველაძესთან ერთად - გლაზგოში და ამსტერდამში. ზაფხულის შემდეგ ახალი სეზონი გიორგი მამარდაშვილთან ვალენსიაში სტუმრობით გავხსენით.

კომენტარები

ბოლო ამბები