Thumbnail
  • ნაიმეგენთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, აიაქსის მწვრთნელმა ისაუბრა
  • ჯონ ვან'ტ სხიპმა ზაფხულში გაფორმებულ ფეხბურთელებზე ილაპარაკა

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში აიაქსმა სტუმრად ნაიმეგენი 2:1 დაამარცხა. ამ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ზაფხულში შეძენილი ვერცერთი ფეხბურთელი მოხვდა. შეგახსენებთ, რომ მათ გასაფორმებლად კლუბმა ჯამში 90 მილიონი ევრო გადაიხადა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აიაქსის მთავარ მწვრთნელს, ჯონ ვან'ტ სხიპს სწორედ ამის შესახებ დაუსვეს კითხვა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამ მოთამაშეებს მომავალში თავის გამოჩენის შანსი კვლავ მიეცემათ.  

"იმას არ ვიძახი, რომ მოთამაშეებს, რომლებიც გავიფორმეთ, თამაშის შესაძლებლობა არ ექნებათ, მაგრამ ამ ეტაპზე იმ ფეხბურთელთა უმეტესობას, რომლებიც თამაშობენ, აიაქსში ყოფნის გამოცდილება აქვთ. უბრალოდ, ვცდილობ, რომ გუნდის ერთიანობა შევინარჩუნო, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულია ეს ბოლო თვეების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ამას თავს კარგად ვართმევთ. შეცდომები იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ბიჭებს შანსი ისევ უნდა მივცეთ", - აღნიშნა ჯონ ვან'ტ სხიპმა.

გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზის შემდეგ აიაქსის შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა - ვიტესთან, როცა მისი გუნდი 5:0-ს იგებდა, ის შეცვლაზე შევიდა. ამის შემდეგ ამსტერდამელებმა ორი შეხვედრა ჩაატარეს და ქართველ ფორვარდს მონაწილეობა არცერთ მათგანში მიუღია.

საერთო ჯამში, გიორგიმ ნიდერლანდური გრანდის მაისური 7-ჯერ მოირგო, მაგრამ საგოლე მოქმედება არ ჰქონია.  

კომენტარები

ბოლო ამბები