Thumbnail

ეროვნულ ლიგაში 2023 წლის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონი შეაჯამეს
  • საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონი შეაჯამა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ.

ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დინამო ბათუმის წევრი ფლამარიონ ჯოვინო დასახელდა, რომელმაც ამას გარდა, სეზონის საუკეთესო თავდამსხმელისა და საუკეთესო ბომბარდირის ნომინაციებშიც იმარჯვა.

ყველა ნომინაციაში გამარჯვებულები

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბათუმი)

საუკეთესო გოლის ავტორი - ცოტნე ფაცაცია (დინამო ბათუმი V თელავი)

საუკეთესო მწვრთნელი - ანდრეი დემჩენკო (დილა/დინამო ბათუმი)

საუკეთესო ბომბარდირები 17-17 გოლით - ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი), ზურაბ მუსელიანი (გაგრა)

საუკეთესო თავდამსხმელი - ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბათუმი)

საუკეთესო ნახევარმცველი - გიორგი არაბიძე (ტორპედო)

საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)

საუკეთესო მეკარე - გიორგი ლორია (დინამო თბილისი)

სეზონის სიმბოლური ნაკრები

მეკარე: გიორგი ლორია (დინამო თბილისი).

მცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ლაშა შერგელაშვილი (ტორპედო).

ნახევარმცველები: მერაბ გიგაური (ტორპედო), გიორგი ზარია (დინამო ბათუმი), გიორგი არაბიძე (ტორპედო).

თავდამსხმელები: პაატა ღუდუშაური (დინამო ბათუმი), დავით სხირტლაძე (დინამო თბილისი), ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბათუმი).

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმი ისტორიაში მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ზაფხულში კი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. კონფერენსლიგის საგზური მოიპოვეს დინამო თბილისმა და ტორპედომ, მესამე საგზური კი გორის ან საბურთალოს ერგება. საბურთალოს საამისოდ საქართველოს თასის ფინალში მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ევროსარბიელზე თამაშის უფლებას დილა მიიღებს. ეროვნული ლიგიდან დაქვეითდა შუქურა, ხოლო სანაცვლოდ ფოთის კოლხეთი აღზევდა. დასარჩენ პლეი ოფში სპაერი თელავს შეხვდება, სამტრედია კი - გარეჯს.

კომენტარები

ბოლო ამბები