Thumbnail
  • ვალენსია ესპანეთის თასზე დაბალი ლიგის ბინადარ აროსას შეხვდება
  • გიორგი მამარდაშვილი სავარაუდოდ, დაისვენებს

ესპანეთის თასის მე-2 ეტაპზე ვალენსია მე-3 ლიგის ბინადარ აროსას სტუმრად დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, გიორგი მამარდაშვილი ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

სამეფო თასის პირველ წრეში ლუგრონესთან გიორგი განაცხადშიც არ იყო, მაშინ ხაუმე დომენეკმა ითამაშა. აროსასთან თამაშის წინ კი პრესკონფერენციაზე რუბენ ბარახას სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს: ითამაშებს თუ არა, თასზე ისევ ხაუმე. ბარახას პასუხიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი კარის დარაჯი დაისვენებს.

"წინ სეზონის დიდი ნაწილია და არ ვიცით, რა მოხდება. ითამაშებს თუ არა, ხაუმე, ხვალ გადავწყვეტთ. კრისტიან რივეროც შესანიშნავი პროფესიონალია, ის აქ დამსახურებულადაა. მისი პოზიცია გუნდში რთულადაა, რადგან თამაში სჭირდება, მაგრამ არ უწევს, რაც მაწუხებს, მაგრამ კმაყოფილი ვართ მისი მუშაობით", - თქა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მან 15 შეხვედრაში 20 გოლი გაუშვა, 5-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები