Thumbnail

მილანში, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის (AIC) დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ ოსიმენი დაასახელეს.

ხვიჩა კვარაცხელიას ერგო პრიზი სეზონის საუკეთესო გოლისთვის, ასევე სეზონის სიმბოლურშიც მოხვდა. ფეხბურთელთა ასოციაციამ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელა.

იტალიის ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე Sky Sport-თან ისაუბრა. სპალეტიმ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც კვარა ჯერ კიდევ რუბინში თამაშობდა და მასზე ინფორმაციას რუსეთში ნაცნობებთან საუბრით აგროვებდა.

"რუსეთში, სადაც 5 წელი ვმუშაობდი, დავიწყე დარეკვა და მასზე ინფორმაციის მოძიება. ყველა ერთი და იმავეს მეუბნებოდა, რომ ჯერ სრულყოფილი არ იყო, მაგრამ საოცარი თვისებები ჰქონდა. თუმცა, ასეთს არ ველოდი. მას კიდევ აქვს მომატების წარმოუდგენელი პოტენციალი. ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ როდესაც დი ლორენცო თამაშობდა, ჯოვანის ვკითხე: "დილო, როგორია?" მან კი მიპასუხა: "მისტერ, მეორე ფლანგზე ათამაშე".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კონკრეტულად სერია A-მ ზაფხულში დაასახელა, თუმცა ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით გამარჯვება ოსიმენმა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები