Thumbnail
  • ინგლისის პრემიერლიგამ ახალი სატელევიზიო კონტრაქტი დაადასტურა
  • სარეკორდო შემოსავალი ინგლისის ჩემპიონატის დომინაციას კიდევ უფრო გაზრდის

ყველაზე მდიდარი ლიგა ინგლისის პრემიერლიგაა და სულ მალე ინგლისური კლუბები კიდევ უფრო მეტ ფულს მიიღებენ.

საქმე ისაა, რომ პრემიერლიგამ ახალი სატელევიზიო კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა, ახალი რეკორდით: 2025/2026 წლების სეზონიდან 2028/2029 წლების სეზონის ჩათვლით პრემიერლიგის კლუბები ტრანსლაციებიდან და მიმოხილვებიდან ჯამში დაახლოებით 7,8 მილიარდ ევროს მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ სეზონში პრემიერლიგის კლუბებისთვის გათვალისწინებული თანხა 1,95 მილიარდი ევრო იქნება.

ეს ახალი რეკორდია!

“ამ პროცესის შედეგი კიდევ ერთხელ და მკაფიოდ უსვამს ხაზს პრემიერლიგის სიძლიერეს და ჩვენი კლუბებისთვის, ფეხბურთელებისთვის და მენეჯერებისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ სავსე სტადიონებზე მთელ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთს სთავაზობენ. ჩვენი კლუბების გულშემატკივრებისთვის კი ეს იმას ნიშნავს, რომ შეუდარებელ ატმოსფეროს ქმნიან,” - განაცხადა პრემიერლიგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდს მასტერსმა.

პრემიერლიგის დომინაცია კიდევ უფრო გაიზრდება

შედარებისთვის: გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბები ტრანსლაციების უფლებებისთვის სეზონში ჯამში 1,1 მილიარდ ევროს იღებენ.

პრემიერლიგის ახალი სატელევიზიო კონტრაქტით ტრანსლაციებისა და მიმოხილვების ჩვენების უფლება ფასიანმა ტელეკომპანიებმა, Sky Sports-მა და TNT Sports-მა მიიღეს, ასევე BBC-მ. აღნიშნული კონტრაქტით მიღებული თანხა ინგლისის პრემიერლიგის დომინაციას კიდევ უფრო გაზრდის.

2025 წლიდან ინგლისის ჩემპიონატის ერთი სეზონის 380 მატჩიდან მინიმუმ 267 პირდაპირ ეთერში ხსენებულ ფასიან არხებზე გადაიცემა. აქედან მინიმუმ 215 Sky Sports-ზე და ზუსტად 52 TNT Sports-ზე. გამოდის, რომ LIVE-ში იქნება მატჩების 70 პროცენტი. BBC-მ მიმოხილვების ჩვენების უფლება მიიღო - ყველა, 380-ივე მატჩის.

კომენტარები

ბოლო ამბები