Thumbnail
  • ნიდერლანდური გამოცემა წერს, რომ აიაქსს გიორგის გაშვება მხოლოდ მეცში შეუძლია
  • FIFA-ს წესებით, ფეხბურთელმა ერთ სეზონში მაქსიმუმ ორ გუნდში უნდა ითამაშოს

ბოლო დროს ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძის გასაფორმებლად არაერთი გუნდი იყო დაინტერესებული და ძირითადად მას იტალიის სერია A-ს კლუბებს უკავშირებდნენ.

ნიდერლანდური გამოცემა, Ajax Showtime საპირისპიროს ამტკიცებს. როგორც ირკვევა, ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში მესამე გუნდში თამაშის უფლება არ აქვს და მას მხოლოდ მეცში დაბრუნება შეუძლია.

FIFA-ს წესების მიხედვით, ფეხბურთელს შეუძლია ერთ სეზონში კონტრაქტი მაქსიმუმ სამ კლუბთან გააფორმოს, მაგრამ აქედან მხოლოდ ორში ითამაშოს. გამონაკლისი კი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესამე გუნდის ჩემპიონატის სეზონი არ ემთხვევა დანარჩენი ორივე გუნდის ჩემპიონატების სეზონს.

გიორგის მიმდინარე სეზონში ორ კლუბში აქვს ნათამაშები

Ajax Showtime-ს თავიდანვე მიქაუტაძის მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ გუნდს მისი იჯარით გაშვება ან გაყიდვა მხოლოდ მეცში შეუძლია.

გიორგის გარდა, ნიდერლანდურ გრანდში ასეთი 6 ფეხბურთელია - იაკოვ მედიჩი, ანტონ გაეი, სივერტ მანსვერკი, ბორნა სოსა, გასტონ ავილა და იოსიპ სუტალო. ამ მოთამაშეებიდან კი გამონაკლისი მანსვერკია, რადგან მას წელს ნორვეგიისა და ნიდერლანდების ლიგაში აქვს ნათამაშები, ამ ჩემპიონატების სეზონები კი ერთმანეთს არ ემთხვევა.

გიორგი მიქაუტაძის ნიდერლანდური კარიერა რომ ცუდად მიმდინარეობს ეს ფაქტია. აქამდე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა აიაქსის მაისური მხოლოდ 7-ჯერ მოირგო და საგოლე მოქმედება ჯერ არ ჰქონია. მეცში კი წელს სამ თამაშში ორი გოლი ჰქონდა გატანილი და ერთი საგოლე პასი შესრულებული.

კომენტარები

ბოლო ამბები