Thumbnail

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ ოსიმენი დაასახელა.

ნაპოლის ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მთავარი კანდიდატი იყო, საბოლოოდ, გამარჯვება ნიგერიელმა მოიპოვა. როგორც ოსიმენმა აღნიშნა, ეს ჯილდო კვარაცხელიასიც არის, ასევე ლუჩანო სპალეტის, აურელიო დე ლაურენტისის და მთელი ნეაპოლის.

"ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველა ჯილდო ჩემთვის არ მინდა. მე გუნდის მოთამაშე ვარ, ამ ჯილდოს ვუზიარებ კვარას, ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ფუნდამენტური იყვნენ გასული სეზონის წარმატებაში. ეს ჯილდო მათია, სპალეტის, დე ლაურენტისის და ყველა გულშემატკივრის, ისინი ამას იმსახურებენ. ეს ჯილდო წარმოადგენს მთელ ნეაპოლს. ვამაყობ, რომ მოვიგე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ AIC-მა ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, გარდა ამისა, ატალანტასთან ხვიჩას მიერ გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოდ დაასახელეს.

ცნობისთვის, გასული სეზონის ბოლოს, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია კონკრეტულად სერია A-მ დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები