Thumbnail

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯოვანი კობოლი ჯილიმ იუვე-ნაპოლის მატჩის წინ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა.

მან ისაუბრა ნეაპოლელთა შესახებაც და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიასი ეშინია. კობოლი ჯილი ალეგრის გუნდს მოუწოდებს, რომ მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრაცია არ დაკარგოს.

"ინდივიდუალურად, ნაპოლიდან კვარაცხელიასი მეშინია, ჩემი აზრით, ის უკვე კარგ ფორმაშია. გარდა ამისა, ოსიმენის მეშინია, დიდებული თავდამსხმელია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ იდეალურ ფორმაში არ არის. მთლიანობაში, ნაპოლი ძლიერი გუნდია, დარწმუნებული ვარ, კარგად ითამაშებს, ამიტომ ალეგრის ბიჭებს ყურადღებით ყოფნა მოუწევთ", - თქვა კობოლი ჯილიმ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 14 ტურის შემდეგ 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს რომასთან ერთად იყოფს. იუვენტუსს 33 ქულა აქვს და მხოლოდ ინტერს ჩამორჩება (-2 ქულა). იუვე-ნაპოლის მატჩი 8 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები