Thumbnail
  • GTA 6-ის პირველი თრეილერი ინტერნეტში ნაადრევად გავრცელდა
  • თრეილერის მიხედვით თამაშის გამოსვლას 2025 წელს უნდა ველოდოთ

როგორც იქნა, Rockstar Games-მა GTA 6-ის პირველი თრეილერი გაავრცელა. 

ყველაზე გაყიდვადი ფრენჩაიზის მეექვსე ნაწილის თრეილერი 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, უნდა გამოსულიყო, თუმცა ინტერნეტში თრეილერმა ნაადრევად გაჟონა, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა, იგი ერთი დღით ადრე გამოექვეყნებინა. 

თრეილერში წარმოდგენილია “ბონი და კლაიდის” მსგავსი დუეტი, რომელიც ფლორიდაში ახალი თავგადასავლის ძიებაშია. ეს არის ტიპური პირველი ვიდეო, რომელშიც გულშემატკივრებისთვის ბევრი ინფორმაცია ნაკლებადაა. სამაგიეროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ GTA 6 დახვეწილი გრაფიკითა და მრავალფეროვანი პერსონაჟებით იქნება დატვირთული, ასევე თამაშს ჩოგბურთის კორტებიც უბრუნდება.

GTA 6 PC-სა და მხოლოდ ახალი თაობის კონსოლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, შესაბამისად, თამაშის PS4-სა და Xbox One-ზე გამოსვლა ნაკლებად მოსალოდნელია. მთავარი კითხვა კი ისევ ძალაშია - როდის გამოვა ახალი GTA? ზუსტი პასუხი კვლავ ბუნდოვანია, თუმცა თრეილერის მიხედვით მის გამოსვლას 2025 წელს უნდა ველოდოთ. 

Grand Theft Auto, იგივე GTA - სამოქმედო-სათავგადასავლო ჟანრის თამაშია, რომელმაც გეიმინგ სამყაროში სრული გადატრიალება მოახდინა. Rockstar Games-ის საკულტო თამაში საქართველოში მაშინ შემოვიდა, როცა ინტერნეტ კაფე "ახალი ხილი" იყო და ვიდეო-თამაშები 21-ე საუკუნის სასწაულად ითვლებოდა. GTA მალევე იმდროინდელი ახალგაზრდების მთავარ გასართობ წყაროდ იქცა. ფაქტობრივად, მის ირგვლივ თაობები გაიზარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები