Thumbnail

4 დეკემბერს მილანში GRAN GALÀ DEL CALCIO-ზე AIC-ის (იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია) ვერსიით, 2022/23 წლების სერია A-ს საუკეთესოები დააჯილდოვეს. თუკი სერია A-მ ჯერ კიდევ ზაფხულში სეზონის საუკეთესოდ ნაპოლის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, ფეხბურთელთა ასოციაციამ უპირატესობა მის ნიგერიელ თანაგუნდელ ვიკტორ ოსიმენს მიანიჭა.

მართალია, თავად ოსიმენი აცხადებს, რომ ეს ჯილდო ხვიჩამაც დაიმსახურა, მაგრამ ნიგერიულ მედიაში სულ სხვა გამოხმაურება ჰქონდა ამ ფაქტს. როდესაც სერია A-მ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა დაასახელა, მაშინ ნიგერიულმა მედიამ და ფანებმა იტალიური ფეხბურთის ორგანიზაცია რასიზმშიც კი დაადანაშაულეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ პრიზი სწორედ ოსიმენს ეკუთვნოდა (რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა). 

აი, რას წერს გუშინდელი გალას შემდეგ ნიგერიული Pulse Sports და ის გამონაკლისი სულაც არ არის: "ოსიმენმა კვარაზე შური იძია, რადგან იტალიელმა ფეხბურთელებმა 2022/23 წლების სეზონის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად ის დაასახელეს. ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს MVP გახდა, თუმცა ეს საკამათო გადაწყვეტილება იყო, ბევრის აზრით, ჯილდო ოსიმენს უფრო ეკუთვნოდა. ალბათ, ვიკტორი ამ ჯილდოს უფრო მოუფრთხილდება, რადგან ის თავად კოლეგების აღიარებიდან მოდის და მეტი ფასი აქვს. საღამო ხელცარიელს არც ხვიჩას დაუტოვებია, რომელმაც სეზონის ულამაზესი გოლისთვის სპეციალური პრიზი მიიღო". 

შეგახსენებთ, რომ "გრან გალა დელ კალჩოზე" ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და მას სეზონის საუკეთესო გოლის (ატალანტასთან მატჩში) პრიზიც გადასცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები