Thumbnail
  • ლორენცო ინსინიემ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა
  • ნაპოლის ყოფილმა კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა

ტორონტოს ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიემ, რომელიც შვებულებას სამშობლოში ატარებს, იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. მან ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე.

"კვარას, როგორც ფეხბურთელს არ ვიცნობდი, თუმცა გასულ სეზონში ის ნაპოლისთვის დამატებითი ღირებულება იყო, საოცარი რაღაცები გააკეთა. ოსიმენს კი მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდეს, სანამ ნაპოლიდან წავა, რადგან ვფიქრობ, იმ ემოციებს, რაც შარშან აქ განიცადა, სხვაგან ვერ განიცდის. ნაპოლიში გამარჯვება განსხვავდება სხვა კლუბში გამარჯვებისგან. ვიმედოვნებ, რომ ის გუნდში კიდევ დიდი ხანი დარჩენა, რადგან ძლიერი მოთამაშეა და იმედი მაქვს, კლუბს ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად, რადგან ევროპაში ასეთი ძლიერი თავდამსხმელი ბევრი არ არის".

ინსინიემ ასევე ილაპარაკა ნაპოლიდან წასვლაზე და თქვა, რომ მას კლუბის დატოვება არ სურდა: "რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება ნაპოლიში დარჩენა იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასე არ მოხდა, მაგრამ ნაპოლი ყოველთვის ჩემს გულშია, ნეაპოლი ჩემი სახლია. მეტხანს მინდოდა დარჩენა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. როდესაც სარის პერიოდში 91 ქულით ჩემპიონები ვერ გავხდით წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ჩვენი ბრალია, რადგან ყველაფერი ჩვენს ხელში იყო. ტორონტოში ვიზეიმე ნაპოლის ჩემპიონობა შვილებთან ერთად. ამ გამარჯვების არ მშურს, რადგან მე ყოველთვის ნაპოლის პირველი ქომაგი ვიყავი".

შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიემ ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 434 შეხვედრაში 122 გოლი გაიტანა. იტალიელმა კლუბი 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და სწორედ ის შეცვალა კვარაცხელიამ.

კომენტარები

ბოლო ამბები