Thumbnail

ფრანგული le10sport.com-ის ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი კილიან მბაპეს შემცვლელად ყველაზე სერიოზულად ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავს. 

"არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ პსჟ-ს კილიან მბაპეს შენარჩუნების არანაირი გარანტია არ აქვს. მისი ხელშეკრულება მომავალი წლის ივნისში სრულდება, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობა უკვე განიხილავს პსჟ-ს "შვიდიანის" სავარაუდო შემცვლელებს. პარიზელები ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას აფასებენ, თუმცა ქართველის შეძენა სხვა ევროპულ კლუბებსაც სურთ. ეს ორი სატრანსფერო ფაილი ურთიერთგადამკვეთია ბევრ საკითხში", - წერს le10sport. 

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით პსჟ-ს დაინტერესებაზე ჯერ კიდევ თვეების წინ ფრანგული 90Min წერდა. ბოლო დროს, თითქოს, მიჩუმდა მბაპესა და მადრიდის რეალის საკითხი, თუმცა ახლახან ესპანურმა Relevo-მ სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა - რეალი კილიანის შეძენას იანვარში შეეცდება. le10sport მიიჩნევს, რომ ეს ამ ორი სავარაუდო ტრანსფერის "გადატვირთვას" გამოიწვევს - კვარაცხელია პარიზში კვლავ აქტუალური გახდება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს  და მის ანგარიშზე პსჟ-ს მაისურით უკვე 160-ზე მეტი გოლია. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2022 წლის ზაფხულში დინამო ბათუმიდან გადავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები